28 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
ერთადერთი ვისზეც ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების დამძიმება-არდამძიმების საკითხია დამოკიდებული თავად ნიკა მელიაა, კარგად გაიაზროს - მამუკა მდინარაძე 

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, ნიკა მელიას რამდენიმე დღე რჩება, რომ კარგად გაიაზროს საკუთარი გადაწყვეტილება, რადგან ერთადერთი ადამიანი ვისზეც ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების დამძიმება-არდამძიმების საკითხია დამოკიდებული თავად ნიკა მელიაა.

სამწუხაროდ, ნიკა მელიას ისევე როგორც ნაციონალური მოძრაობის მიზანი არის აბსოლუტურად საპირისპირო და ისინი მიზანმიმართულ პროვოკაციას უწყობენ მართლმსაჯულების სისტემას, სახელმწიფოს და საზოგადოების ნდობას ინსტიტუტების მიმართ. ამავდროულად, მან საკუთარი თავი ასეთი ალტერნატივის წინაშე დააყენა, უწევს ან ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას, სახელმწიფოს და გადაიხადოს გირაო, ან თავადვე დაიმძიმოს აღკვეთის ღონისძიება. ჩვენ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხის განხილვა აღარ გადავდეთ, რათა მან წინასწარ იცოდეს გუნდის საერთო პოზიცია, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს მისთვის იმუნიტეტის მოხსნას. შესაბამისად, მას კიდევ აქვს დრო და შესაძლებლობა, მიიღოს არა პროვოკაციული დღის წესრიგით ნაკარნახევი პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ პატივი სცეს საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას და გადადგას სამართლებრივად სწორი, კანონის მოთხოვნების შესაბამისი ნაბიჯი.

აქვე, საზოგადოებამ უნდა იცოდეს და ხაზგასმით აღვნიშნავთ, დღეს ერთადერთი ადამიანი, ვისზეც ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმება - არ დამძიმების საკითხია დამოკიდებული თავად ნიკა მელიაა და მას კიდევ რამდენიმე დღე რჩება, რომ კარგად გაიაზროს საკუთარი გადაწყვეტილება," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ სადაც ნიკა მელიასათვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღეეს. 

დღის ამბები