28 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4.3%-ით, 2022 წელს კი 5.8%-ით გაიზრდება - Fitch-ის ანგარიში

კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა. საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4.3%-ით, 2022 წელს კი 5.8%-ით გაიზრდება.

Fitch-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი "BB" კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით მაღალი იქნება.

მთავრობა და ექსპერტების ნაწილი პოზიტიურ შედეგებსა და მოლოდინებზე საუბრობს და თვლის, რომ გლობალური გამოწვევების ფონზე, ქვეყნის ეკონომიკამ სტაბილურობა შეინარჩუნა.

განსხვავებულია ოპოზიციის შეფასება, რომელიც თვლის, რომ მაჩვენებელი წლებია ერთ ნიშნულზეა. ამავე რეიტინგში, პანდემიის ფონზე მნიშვნელოვნად არის შემცირებული მეზობელი ქვეყნების და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების ნაწილის მაჩვენებელი.

დღის ამბები