28 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
დაპირისპირება "ქართული ოცნების" ოფისთან - სამართალდამცველებმა ორი სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან სამართალდამცველებმა სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს. აქციის მონაწილეები შენობიდან გამოსულ უმრავლესობის დეპუტატებს სტვენით და შეძახილებით - "მონა" ხვდებიან.

ადგილზე აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე შეხლა-შემოხლაც იყო. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დაკავებულია ორი ადამიანი, მიზეზი კი კახი კალაძის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა გახდა. 

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის წევრები შეხვედრას მართავდნენ. როგორც მისი დასრულების შემდეგ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, უმრავლესობა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს. 

დღის ამბები