28 ნოემბერი 2024,   22:50
ვრცლად
როტაცია "ევროპულ საქართველოში" - პარტიაში ცვლილებებთან დაკავშირებით აზრი ორად იყოფა  

"ევროპული საქართველო" მორიგი პოლიტსაბჭოს მოლოდინშია. გუნდში დაგეგმილ ცვლილებებზე პარტიის წევრები ღიად საუბრობენ. პარტიაში აზრი ორად გაიყო. 

არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო პარტიის წევრები, მაისის პოლიტსაბჭომდე უნდა ჩამოყალიბდნენ. უცნობია რა ფუნქციას აიღებს საკუთარ თავზე პარტიაში დარჩენილი გიგა ბოკერია, რომელმაც ჯერ მხოლოდ ის იცის, რომ აქტიურ პოზიციაზე იქნება, ვიდრე გუნდის მხარდაჭერა აქვს.

ოპოზიციურ პარტიებში ფიქრობენ, რომ სიახლეები პროდასავლური კურსის პარტიას მხოლოდ გააძლიერებს, ეს კი საერთო ოპოზიციურ საქმესაც წაადგება. 

ოპონენტებში ცვლილებებს გამოეხმაურა მმართველი გუნდიც, სადაც აღნიშნეს, რომ "ევროპელებზე" ფიქრს დიდ დროს არ უთმობენ, თუმცა როცა ფიქრობენ, პარტიაში განვითარებული მოვლენები არ აკვირვებთ. არ გამორიცხეს არც ის ვერსია, რომ პროცესებზე გავლენა გიგი უგულავასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრით იყო განპირობებული.  

 

დღის ამბები