28 ნოემბერი 2024,   22:51
ვრცლად
"რას ვხედავთ როდესაც ცას ვუყურებთ" - ბერლინალეზე ქართული ფილმის პრემიერა შედგება 

"რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ"- თითქმის 30 წლიანი პაუზის შემდეგ, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება წარმოდგენილი.

ალექსანდრე კობერიძის ფილმი საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა. ფილმი სასიყვარულო ურთიერთობებზეა. ფილმის მთავარი გმირები გიორგი ბოჭორიშვილი და ანა ქარსელაძე არიან. მათი სასიყვარულო ურთიერთობა ქუთაისში იწყება.

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ეროვნული კინოცენტრი წელს უკვე მეთექვსმეტედ წარადგენს საქართველოს პავილიონს, სადაც ინდუსტირული კუთხით იმუშავებს ეროვნული კინოცენტრის გუნდი კინოცენტრის დირექტორის – გაგა ჩხეიძის ხელმძღვანელობით. პანდემიის გამო პავილიონი ვირტუალური იქნება.

პანდემიის გამო, ბერლინის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ჩვეული ფორმატით არ გაიმართება. 1-5 მარტს მოეწყობა ევროპული კინოს ვირტუალური ბაზრობა, ხოლო 9-20 ივნისს ზაფხულის გამოშვების ფარგლებში ნაჩვენები იქნება ფესტივალის მიერ შერჩეული ფილმები.

 

ავტორი - ნინი კუპრაძე  

დღის ამბები