შეერთებულ შტატებში უამინდობაა. პორტლენდში, სიეტლსა და ვაშინგტონში დიდთოვლობასა და ძლიერ ყინვას ებრძვიან.
შეზღუდულია სატრანსპორტო გადაადგილება. ყველაზე დაბალი ტემპერატურა მინესოტას შტატში დაფიქსირდა. ორეგონში 200 ათასი პირი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
მეტეოროლოგების ცნობით, შეერთებულ შტატებში უამინდობა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.