28 ნოემბერი 2024,   22:47
ვრცლად
ციხეში მოხვედრა ნიკა მელიას ამოცანაა, ხელისუფლებას მილევად რეჟიმში მყოფი პარტიის ლიდერის დაკავება არ სჭირდება - ბექა დავითულიანი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ ნიკა მელიას პოლიტიკური ამოცანა ციხეში მოხვედრაა.

დავითულიანის თქმით, ხელისუფლებას მელიას დაკავების სურვილი არ აქვს, თუმცა როდესაც საქმე მართლმსაჯულებას ეხება, უმრავლესობა პოლიტიკური შეხედულებით ვერ იხელმძღვანელებს. 

"ეს არის ნიკა მელიას პოლიტიკური ამოცანა, რომ ის მოხვდეს ციხეში. ეს, თუ ვინმეს არ აწყობს და არაფერში არ სჭირდება დღეს ნიკა მელიას დაკავება პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ნამდვილად არის ხელისუფლება, იმიტომ, რომ მილევად რეჟიმში მყოფი პოლიტიკური პარტიის ლიდერის დაკავება არაფერში არ სჭირდება პოლიტიკური თვალსაზრისით ხელისუფლებას. მაგრამ ჩვენ არ ვხელმძღვანელობთ პოლიტიკური მოტივებით, როდესაც მართლმსაჯულებას ეხება საქმე და სამწუხაროდ, ოპოზიციური პარტიის ლიდერი სწორედ და მხოლოდ ამ მოტივით ხელმძღვანელობს," - განაცხადა ბექა დავითულიანმა.   

 

დღის ამბები