28 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
ტყიბულში მეშახტეების 33 საათიანი პროტესტი შეწყდა

ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტში 33 საათიანი პროტესტი შეწყდა - მოლაპარაკება გაფიცულებსა და მეშახტეებს შორის წარმატებით დასრულდა, 9 მეშახტე შახტიდან ამოვიდა. 

მეშახტეებთან შახტში მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე მოლაპარაკებას რამდენიმე საათის განმავლობაში აწარმოებდა. მისი თქმით, გაფიცულები დათანხმდნენ, მათი მოთხოვნების განსახილველად საკითხზე მსჯელობა მოლაპარაკების მაგიდასთან გაგრძელდეს. მისივე თქმით, პროცესში ის უშუალოდ ჩაერთვება.

მეშახტეების განმარტებით, ამ ეტაპზე ოფიციალურად გადაწყვეტილი არაფერია და ისინი მაჟორიტარი დეპუტატის სიტყვიერ დაპირებას ენდნენ. ასევე ამბობენ, რომ მათი მოთხოვნა უცვლელი რჩება და ელოდებიან სახელფასო დავალიანების 100%-ით დარიცხვას, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტს ისევ გააგრძელებენ. 

დღის ამბები