28 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
სპეცოპერაცია ბათუმში - 14 წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორი ძებნილი დააკავეს

ბათუმში, სპეცოპერაციის დროს, 14 წლის წინ მომხდარ მკვლელობაში ძებნილი პირები დააკავეს. საცხოვრებელი კორპუსის მე–12 სართულზე მდებარე ბინას თავს ოთარ კაკაბაძე და გელა ტურაშვილი ბოლო თვეების განმავლობაში აფარებდნენ. დამნაშავეების აყვანის სპეცოპერაციამ წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ჩაიარა.

ოთარ კაკაბაძისა და გელა ტურაშვილის ადვოკატის მტკიცებით, წელიწადზე მეტი გავიდა იმ დროიდან, რაც 2007 წლის საქმის მასალების მოძიებაზე დაიწყო მუშაობა. მტკიცებულებების შეგროვების შემდეგ კი, მიმალვაში მყოფები გეგმავდნენ, რომ სამართალდამცავ ორგანოს მიმართავდნენ.

2007 წელს მომხდარი ფაქტიდან მალევე, ძებნაში მყოფებმა საქართველოს საზღვარი გადაკვეთეს. ოთარ კაპანაძემ და გელა ტურაშვილმა ასევე უპრობლემოდ მოახერხეს ქვეყნის საზღვრის დაახლოებით 2 წლის წინ გადმოკვეთა. სამძებრო პროცესის დროს გამოვლენილი პირების იდენტიფიცირების შემდეგ მომზადდა დაკავების ოპერაცია. ბათუმში ორი დამნაშავის აყვანის შემდეგ მსჯავრდებულები თბილისში ჩამოიყვანეს.

ოთარ კაკაბაძემ ძმებ აბაშიძეებს მრავლობითი ჭრილობა ახალი წლის ღამეს ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მიაყენა. 

შემთხვევიდან 5 თვის შემდეგ, 2007 წლის მაისში, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ დაუსწრებლად სცნო. რის შემდეგაც ოთარ კაკაბაძესა და გელა ტურაშვილზე ძებნა გამოცხადდა. მაშინ პატიმრობის ვადა 18 წლითა და 9 თვით განისაზღვრა. ბრალდებულები უკვე გლდანში, მეცხრე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებიან.

 

 

დღის ამბები