28 ნოემბერი 2024,   22:54
ვრცლად
ვისი ძალადობის მსხვერპლი გახდა 14 წლის გოგონა, რომელმაც წუხელ თავი მოიკლა - ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის ორი ვერსია

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში, 14 წლის გოგონამ თავი მოიკლა. ერთ-ერთი ვერსიით, არასრულწლოვნის სუიციდის მიზეზი, შესაძლოა, 23 წლის ბიჭთან სექსუალური კავშირი გახდა. ეს ეჭვი აქვს ოჯახს, რომლის გადაწყვეტილებითაც საქმეში პოლიცია ორი თვის წინ ჩაერთო. ეს მას შემდეგ, როცა გაიგეს, რომ მოზარდთან სექსუალური ურთიერთობა მამაკაცმა მეორედ, ორი თვის წინაც დაამყარა.

დაკავებულის მშობლები სუიციდამდე მიყვანაში ბრალს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს სდებენ. "კურიერთან" საუბრის დროს აღნიშნავენ, რომ გოგონა ძალადობის მსხვერპლი საკუთარი ბაბუის მხრიდან გახდა.

დაკავება ან შემზღუდავი ღონისძიებები - ასე უნდა მოქცეულიყო შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ ორგანიზაციის შეფასებით, რომელიც 14 წლის გოგონას ოჯახის ინტერესებს დაიცავს. "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" უწყებას გამოძიების გაჭიანურებაში ადანაშაულებს.

შესაძლო დაგვიანებული და არაეფექტიანი რეაგირების შესახებ საუბრობს სახალხო დამცველიც, რომელიც ამ საკითხის შესწავლას აანონსებს.

ამ დრომდე უცნობია, პოლიციისათვის მიმართვის შემდეგ, მუშაობდა თუ არა გოგონასთან ფსიქოლოგი. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ კომენტარში მინისტრის მოადგილე მხოლოდ იმას ამბობს, რომ ბავშვი სახელწიფო მზრუნველობაში არ იმყოფებოდა.

დღის ამბები