28 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
სამუშაო გერმანიაში - 15 თებერვლიდან იმ მოქალაქეების რეგისტრაცია იწყება, ვისაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით დასაქმება სურს

15 თებერვლიდან იწყება იმ მოქალაქეების რეგისტრაცია, ვისაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით გერმანიაში დასაქმება სურს. გერმანიის მთავრობა მზადაა საქართველოს მოქალაქეების განუსაზღვრელი ოდენობა მიიღოს, თუმცა ეს არ იქნება მუდმივი სამუშაო. დროებითი სამუშაო მიგრაცია სამთვიანია.

სეზონური სამუშაოს შემდეგ, მაქსიმუმ 90 დღის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები უკან სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ.

საქართველო ხდება პირველი ქვეყანა, რომელთანაც გერმანია მსგავს პროექტს იწყებს.

მთავარი წინაპირობა შენგენის ზონაში დარღვევების არ ქონა, ფიზიკური ჯანმრთელობა და მოტივაციაა.

რამდენი ადამიანი გაემგზავრება გერმანიაში ლეგალურად სამუშაოდ ეს მოთხოვნასა და საჭიროებაზე იქნება დამოკიდებული. ეს და სხვა საკითხები დღეს საბოლოოდ შეთანხმდა ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, სადაც მინისტრმა საქართველოში გერმანიის ელჩს უმასპინძლა.

დღის ამბები