28 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან გათავისუფლებული 21 წლის ერიკ დრულევი ამ წუთებში გორის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება

საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან გათავისუფლებული 21 წლის ერიკ დრულევი ამ წუთებში გორის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

8 თვიანი ჩაკეტვის შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს მოქალაქეებს გადაადგილება ისევ შეეძლებათ. უკვე ხვალიდან კი მსურველები კუთვნილი პენსიის მიღებას საოკუპაციო ხაზზე შეძლებენ.

ქართულ მხარეს ოკუპირებულმა სოხუმმა გადაწყვეტილება ცხელი ხაზით აცნობა, რასაც თბილის პოზიტიურ მოვლენას უწოდებს.

დღესვე, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ, სამდღიანი პატიმრობის შემდეგ, ერიკ დრულევი გაათავისუფლა. 21 წლის ახალგაზრდა ვლადიკავკაზთან აიყვანეს და ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს.

რა დამატებით ინფორმაციას მიაწვდის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან გათავისუფლებული ახალგაზრდა სამართალდამცველებს უკანონო პატიმრობისას განხორციელებული ზეწოლის შესახებ, სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი. 

დღის ამბები