28 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
რა დაადგინა სინოდმა - საკითხები რომელზეც პატრიარქმა 35 სასულიერო პირთან ერთად დახურულ კარს მიღმა გადაწყვეტილება მიიღო

ოცდათხუთმეტმა ეპისკოპოსმა დახურულ კარს მიღმა 10-მდე საკითხი ორ საათში განიხილა, გამოსვლები არგუმენტებით მოისმინა და გადაწყვეტილებებიც მიიღო. სინოდმა აღიარა და დაადგინა, რომ გარეჯის ტერიტორიაზე არსებულ ძეგლებს ქართული წარმომავლობა აქვს და საქართველო აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის დროს მხარეებმა 1937-38 წლების რუკებით უნდა იხელმძღვანელონ.

ამ დასკვნის გამოსატანად სინოდს არქიმანდრიტი კირიონი დაეხმარა, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა საპატრიარქოში ამ თემაზე კონსულტაციებში მონაწილებს. დღეს სინოდის დასრულების შემდეგ ის ისე შევიდა საპატრიარქოში, რომ მისი დაფიქსირება მხოლოდ "რუსთავი 2"-ის კამერამ შეძლო.

წმინდა სინოდმა იმსჯელა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაზეც. ეპისკოპოსებმა, რომლებსაც ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდათ, მრევლს არჩევანის თავისუფლება მისცეს.

სინოდის კრება დღეს გირჩის მიერ შექმნილი ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლების" საქმიანობასაც შეეხო და მათი გადაწყვეტილებით, პირს, რომელიც ამ ორგანიზაციაში გაწევრიანდება ნათლობის, ჯვრისწერის, წესის აგებისა და ზიარების უფლება აღარ ექნება.

2 საათიანი სხდომის დროს მომავალი ეპისკოპოსები არ გამოარჩიეს, მაგრამ გადაანაცვლეს ეპარქიის მმართველები - სინოდმა გადაწყვიტა, რომ დღეიდან წალკას კვლავ მიტროპოლიტი გრიგოლი კაცია უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილებამ დაადასტურა "კურიერის" ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საპატრიარქო უკმაყოფილი იყო მეუფე პეტრეს შემცვლელით და გრიგოლ კაციამ ჭყონდიდში პრობლემები ვერ მოაგვარა. ჭყონდიდის ახალი მმართველი, ლენტეხ-ცაგერის ახლა უკვე ყოფილი მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი გახდა.

სინოდის წევრებმა მოასწრეს მეუფე პეტრეს საკითხის წამოჭრაც. წინასწარი ინფორმაციით ეპისკოპოსებმა ჭყონდიდის ყოფილი ეპარქიის მმართველის გარემოცვის მოთხოვნა, სინოდალური კომისიის შექნის თაობაზე დააკმაყოფილეს, რომელიც ყოფილი მიტროპოლიტის საკითხს განიხილავს. თუმცა, ეპისკოპოსი პეტრე დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება უბრალო ფორმალობაა და ის შედეგს ვერ გამოიღებს.

დღის ამბები