შინაგან საქმეთ სამინისტრო ტელეკომპანია "პირველის" წინააღმდეგ. სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის ათეულის მეთაურმა გელა კვაშილავამ სარჩელი საქალაქო სასამართლოში შეიტანა.
კვაშილავას თქმით, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის ფოთში მერსედესის მარკის ავტომობილით დიდი ოდენობით ნარკოტიკით გადაადგილდებოდა სიცრუეა.
პოლიციელი ტელეკომპანიისგან მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.