28 ნოემბერი 2024,   22:47
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმმა ერიკ დრულევი გაათავისუფლა 

საოკუპაციო რეჟიმმა ერიკ დრულევი გაათავისუფლა. საქართველოს მოქალაქე ამ წუთებში უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. 

21 წლის ახალგაზრდა ერიკ დრულევი, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ორი დღის წინ, როკის გვირაბთან აიყვანეს.

"ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ერიკ დრულევი თავისუფალია.

იგი საოკუპაციო ძალებმა 2021 წლის 5 თებერვალს, საქართველო-რუსეთის საზღვრის როკის გვირაბის მონაკვეთზე, უკანონოდ დააკავეს.

ერიკ დრულევის უკანონოდ დაკავების მომენტიდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოხდა ,,ცხელი ხაზის’’ გააქტიურება, რის ფარგლებშიც საოკუპაციო რეჟიმთან მიმდინარეობდა მუდმივი კომუნიკაცია.
პროცესში აქტიურად ჩაერთო საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მიმართულებით,"- აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები