28 ნოემბერი 2024,   22:49
ვრცლად
ღიმილის მომგვრელია კომისიის შექმნა - პეტრე ცაავა

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, მის საკითხთან დაკავშირებით კომისიის შექმნის გადაწყვეტილებას ღიმილის მომგვრელს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს დროის გაყვანისა და საკითხის გადაგორების მიზნით ხდება.

პეტრე ცაავა ასევე დანაშაულებრივს უწოდებს მღვდელმთავრებისთვის ეპარქიების ცვლილებას და აცხადებს, რომ ეპარქიების გადაბარება კომისიების მეშვეობით უნდა ხდებოდეს:

"ღიმილის მომგვრელია რა თქმა უნდა, კომისიის შექმნა. მე ვაკვირდები წლების განმავლობაში და კრიტიკული საკითხები როცა იყო გადასაწყვეტი, ეს პატრიარქის აპრობირებული პოლიტიკაა, რომ თითქოს კომისია იქმნება და შემდეგ გადაგორდება ეს საკითხი, რომ აი კომისიამ იმსჯელოს და წლები შეიძლება გაგრძელდეს. "ციანიდის საქმეზე" უნდა შექმნილიყო კომისია, რაც არ შექმნილა და რისი მოთხოვნის გამოც პატრიარქმა მაშინ დაიმსახურა შენიშვნა ჩემი მხრიდან.

დანაშაულებრივია ეპარქიების ასე შეცვლა და პატრიარქმა ჩაიდინა კიდევ ერთი დანაშაული. ჯერ პასუხი აგოს გრიგოლ კაციამ მთელი წლის განმავლობაში როგორ უპასუხისმგებლოდ მართა და როგორ ანგრევს ეპარქიას. შეიქმნას კომისია გადაბარებისა, როგორც მე ღირსეულად გადავაბარე, მოვითხოვ, რომ იგივე კომისიის წევრები დაესწრონ ხელახალ გადაბარებას," - განაცხადა პეტრე ცაავამ.

დღის ამბები