28 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
სტრუქტურული რეორგანიზაცია "ევროპულ საქართველოში" - შესაძლოა, ცვლილებები მმართველ რგოლშიც განხორციელდეს

"ევროპულ საქართველოში" პარტიული განახლების აუცილებლობაზე საუბრობენ.

პოლიტიკოსები ამბობენ, რომ სიახლეები, ძირითადად, პოლიტსაბჭოს შემადგენლობას შეეხება. თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ცვლილებები მმართველ რგოლშიც განხორციელდეს.

"ევროპულ საქართველოში" მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულებები აქვთ კოლეგა ოპოზიციურ პარტიებში. "გირჩში" ფიქრობენ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ პარტია ფაქტობრივად აღარ ფუნქციონირებს.

ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე მოვლენებს უმნიშვნელოს უწოდებენ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ "ევროპულმა საქართველომ" საკუთარი პოლიტიკური რესურსი ამოწურა.

დღის ამბები