28 ნოემბერი 2024,   22:54
ვრცლად
კოლეგა ოპოზიციონერებს ვთხოვ, პროპორციული არჩევნები-ბუნებრივი ბარიერის გარეშე, ნუ შევლენ პარლამენტში - იაგო ხვიჩია

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩიამ, "დღის კურიერის" ეთერში ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, რომ პროპორციული არჩევნები-ბუნებრივი ბარიერის გარეშე, ნუ შევლენ პარლამენტში. 

"მოლაპარაკების მე-5 რაუნდი შეიძლება ჩატარდეს და მას შესაძლოა ჰქონდეს კონკრეტული შედეგი მაშინ, თუ მოლაპარაკების მაგიდაზე დაიდება ისეთი საკითხი, რომლის მიმართაც გულგრილი ვერავინ იქნება. მინდა ჩემს კოლეგა ოპოზიციონერებს ვთხოვო, რომ პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერის გარეშე, ნუ შევლენ პარლამენტში. ეს იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იმისათვის, რომ ხელისუფლებამ დათმოს და ოპოზიცია თავაწეული შევიდეს პარლამენტში. ვურჩევდი კოლეგებს პატარ-პატარა საკითხებზე ნუ დავხურდავდებით,"- განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

დღის ამბები