28 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
ვმუშაობთ სხვადასხვა მწარმოებლებთან და მათგან ვაქცინის დამატებითი დოზების მიღების მტკიცე პირობები გვაქვს - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "დღის კურიერის" ეთერში ვაქცინაციის პროცესზე ისაუბრა.

მისი თქმით, მასობრივი ვაქცინაცია, სავარაუდოდ, ზაფხულში ან შემოდგომაზე დაიწყება და ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ტემპით შემოვა ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინის ახალი დოზები. 

"წელს ჩვენ გვინდა, რომ მოსახლეობის 60%-ზე ავცრათ. ეს არის, დაახლოებით მილიონ 700 ათასამდე ადამიანი ორჯერადი აცრით. ამისთვის გვჭირდება, დაახლოებით, 3.9 მილიონი დოზა. ამ უფრო მასობრივი კამპანიისთვის, ალბათ, დაგვჭირდება გასამმაგება ადამიანური რესურსების, რაც ნიშნავს, რომ უფრო მეტი მასობრივი ამცრელი პუნქტები გაიხსნება, მაგრამ ეს იქნება ცოტა მოგვიანებით, ზაფხულ-შემოდგომაზე, როცა უკვე დიდი ამცრელი სივრცეები შეიქმნება. მაგრამ, ეს დამოკიდებულია ვაქცინების შემოსვლის გრაფიკზე. მოგეხსენებათ, ჩვენ მილიონ 400 ათასი დოზა გრანტირებული გვაქვს კოვაქს პლატფორმიდან, რომლის კონტრაქტი არსებობს და ეს პლატფრმა მოგვაწვდის. ახლა შემოდის 29 ათასი დოზა სწორედ კოვაქსიდან და, შემდეგ, 180 ათასი იქნება ისევ კოვაქსიდან, მარტში, ოღონდ სხვა - ასტრაზენეკას ვაქცინა. შემდეგ, თანდათანობით, მილიონ 400 ათასი წელს უნდა მოგვაწოდონ და ამას რომ დაფარავენ, შემდეგ დაიწყება მათგან შემდგომი დოზების შესყიდვა.

პარალელურად, ვმუშაობთ სხვადასხვა ქვეყანასთან და მწარმოებლებთან და უკვე მტკიცე პირობები გვაქვს გარკვეული დამატებით დოზების მიღების. აცრების ეს ტემპი განისაზღვრება ვაქცინების რაოდენობასთან მიმართებაში,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

დღის ამბები