ტეხასში ადვოკატი ვირტუალურ სასამართლო სხდომაზე შემთხვევით, კატის ფილტრით ჩაერთო. შემთხვევა "ზუმის" შეხვედრაზე მოხდა.
ადვოკატმა როდ პონტონმა სასამართლო პროცესზე დამსწრე პირებს ბოდიში მოუხდა და განაცხადა, რომ კატის ფილტრის გათიშვას მისი თანაშემწე შეეცდებოდა.
მოგვიანებით ადვოკატმა ვიდეო სოციალურ ქსელებში გაავრცელა და მომხმარებლებს მოუწოდა, სერიოზულ ვირტუალურ კონფერენციაზე დასწრებამდე ზუმის პარამეტრები გადაამოწმონ.