28 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
ვახტანგ გომელაური აშშ-ის ელჩს შეხვდა

ვახტანგ გომელაური აშშ-ის ელჩს შეხვდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა კელი დეგნანთან, სამინისტროში აშშ-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები განიხილა.

საუბარი, ასევე, შეეხო ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის ​წინააღმდეგ, კიბერდანაშაულსა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიზნით განხორციელებული ერთობლივი ღონისძიებების მნიშვნელობას.

ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე.

ვახტანგ გომელაურმა აშშ-ის მთავრობას მადლობა გადაუხადა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და გაწეული დახმარებისთვის.

დღის ამბები