28 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
წერონ და იკითხონ თავიანთი ჯარიმები, არაფრის გადახდას არ ვაპირებთ - "სირცხვილიას" წევრები შსს-ში მისვლას არ აპირებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროში 6-7 თებევრვალს ე.წ დაუმორჩილებლობის აქციაზე დაჯარიმებული პირების გამოკითხვა გრძელდება.

დღეს დაბარებულია ორგანიზაცია "სირცხვილიას" რამდენიმე წევრი. ისინი არ აპირებენ უწყებაში მისვლას და აცხადებენ, რომ არსებული რეგულაციები და შეზღუდვები არაკონსტიტუციურია.

"დაგვიბარეს გამოკითხვაზე, შესაძლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, სადაც ბუნებრივია, არ წავედით. წერონ და იკითხონ თავიანთი ჯარიმები, არაფრის გადახდას არ ვაპირებთ და შემდგომშიც მაშინ დავარღვევთ, როცა მოგვინდება. მუდმივად წნეხის ქვეშ იქნებიან და მოუწევთ ასეულობით ადამიანის დაჭერა, როცა გავალთ ქუჩაში. ან გაიჩენენ ახალ პოლიტპატიმრებს, ან მოუწევთ იმის აღიარება, რომ მათი გამოშვებული კანონები უაზროა,"- აცხადებს საქმოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.

დღის ამბები