28 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
ენგურის ხიდზე ირაკლი ბებუას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა

ენგურის ხიდთან ირაკლი ბებუას გათავისუფლების მოთხოვნით, ელენე ხოშტარიამ სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს.

მათ კიდევ ერთხელ მოითხოვეს ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას გათავისუფლება და განმარტეს, რომ აღნიშნული აქტით ისინი მხარდაჭერას ოკუპაციით ყველა დაზარალებულს უცხადებენ.

აქციაზე ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეების დასაცავად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.

ირაკლი ბებუა ოკუპანტებმა ე.წ. აფხაზური დროშის დაწვის გამო დააკავეს და მას ე.წ. სასამართლოსგან 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. 

დღის ამბები