28 ნოემბერი 2024,   22:54
ვრცლად
არჩილ თალაკვაძე: თუ ოპოზიცია საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზე უარს იტყვის, ჩაითვლება რომ მისი ბრალდება არჩევნების გაყალბების შესახებ აღარ არსებობს

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თუ ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება, ჩაითვლება, რომ ხელისუფლების ოპონენტთა ბრალდება - არჩევნების გაყალბების შესახებ, აღარ არსებობს.

"თუ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზე იტყვიან უარს, ჩაითვლება, რომ მათი ბრალდება არჩევნების გაყალბების შესახებ აღარ არსებობს,"- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტსა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ოპოზიციონერი დეპუტატების ჩართვაზე საუბრისას, "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მაქსიმალურ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, რომლის მუშაობის ფარგლებშიც საზოგადოების ყველა კითხვას არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით პასუხი გაეცემა. 

დღის ამბები