28 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
საგამოძიებო კომისია იმუშავებს მაქსიმალურად გამჭვირვალედ და საზოგადოებას ვაჩვენებთ ყველაფერს, რაზეც კითხვებს სვამდა ოპოზიცია - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ "ოცნება" საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობის მაქსიმალურ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს და საზოგადოების ყველა კითხვას არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით პასუხი გაეცემა.

"ღამის კურიერის" კითხვაზე, თუ როგორ იმუშავებს საგამოძიებო კომისია ოპოზიციის ბოიკოტის პირობებში, არჩილ თალაკვაძემ უპასუხა, რომ პარლამენტში ორი ოპოზიციური პარტია უკვე არის და ბოიკოტი ნაწილობრივია.  

"ბოიკოტი არის უკვე ნაწილობრივი და ორი ოპოზიციური პარტია უკვე პარლამენტშია. ამ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში ჩვენ უზრუნველვყოფთ მაქსიმალურ გამჭვირვალობას და საზოგადოებას ვაჩვენებთ ყველაფერს, რაზეც კითხვებს სვამდა ოპოზიცია. თუ ისინი არ იქნებიან იმ დროს დარბაზში, ეს იქნება მხოლოდ მათი დანაკარგი.,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

დღის ამბები