რაგბის კავშირის პრეზიდენტობის პოსტისთვის დაპირისპირება გრძელდება. საჯარო რეესტრმა ირაკლი აბუსერიძე კავშირის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა, თავის მხრივ, აბუსერიძე სასამართლოში აპირებს საკუთარი სიმართლის დამტკიცებას. ამის პარალელურად ეროვნული ნაკრების ყოფილი მორაგბე და პარლამენტის ყოფილი წევრი ახალ ბრალდებებს აჟღერებს, აბუსერიძე 2014 წელს რაგბის კავშირის ბიუჯეტში არსებულ დისბალანზე და არამიზნობრივად დახარჯულ თანხებზე საუბრობს, საუბარია 23 მილნიონ ლარზე.
აბუსერიძის ბრალდებებზე და ზოგადად განვითრებულ მოვლენებზე ამ ეტაპზე გია ნიჟარაძემ საუბრი არ ისურვა, თუმცა გაჟრებულ ბრალდებებს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.
24 თებერვალს ჩანიშნულ არჩევნებს ირაკლი აბუსერიძე არალეგიტუმურად მიიჩნევეს, რაგბის კავშირის გამგეობის წევრებს კი რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვთ.
საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას ირაკლი აბუსერიძე საქალაქო სასამართლოში 30 დღის განვალობაში გაასაჩივრებს.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი