28 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
არასრულწლოვნის უფლებების დარღვევა და ქორწინების იძულება - მშობლებს შორის დადებულ გარიგებაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

არასრულწლოვნის უფლებების დარღვევა და ქორწინების იძულება - დროში აცდენილი ტრადიცია, როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში, სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.

"ნიშნობა შედგა"- სწორედ ასეთი წარწერაა 14 წლის გოგოს ნიშნობის ამსახველ ვიდეოზე, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება და თავის მხრივ, სისხლის სამართლის საქმის ნიშნებს შეიცავს.

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ არასრულწლოვნის ქორწინების იძულება არ ყოფილა და გოგონას თავისუფალი გადაწყვეტილება სრულწლოვანების მიღწევისას უნდა მიეღო. განმარტებების საწინააღმდეგოდ მეტყველებს წარწერა ტორტზე, ტრადიციული წითელი ლენტები და სუფრაზე მომავალი შვილების რაოდენობაზე საუბარი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თეორიულად, გოგონა თანახმაა, ეს მაინც იძულებითი ქორწინებაა, რადგან მას სრულწლოვანებამდე და თავისუფალი გადაწყვეტილების მიღებამდე წინ კიდევ 4 წელი აქვს.

აზერბაიჯანის ომბუდსმენი საბინა ალიევა ნინო ლომჯარიას სთხოვს, რომ შესაბამისმა სამთავრობო ორგანოებმა გამოიძიონ მომხდარი და ამ ბავშვების უფლებების დასაცავად ყველა ზომა მიიღონ.

შეგახსენებთ, შსს-მ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს.

დღის ამბები