28 ნოემბერი 2024,   22:51
ვრცლად
თეა წულუკიანმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სამუშაო შეხვედრა გამართა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ბადრი მაისურაძემ და ბალეტის ხელმძღვანელმა ნინო ანანიაშვილმა ოპერისა და ბალეტის მიმართულებებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

შეხვედრაში მონაწილე თეატრის თანამშრომლებმა კომიტეტის თავმჯდომარეს თავიანთი საქმიანობის ფარგლებში მიღწეული წარმატებები და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მოსაზრებები გაუზიარეს.

დღის ამბები