28 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
თაღლითური სქემა და მართვის მოწმობა 1200 ლარად - "კურიერის" ექსპერიმენტი, შესაძლებელია თუ არა დოკუმენტის მიღება თეორიული და პრაქტიკული გამოცდების გარეშე

თაღლითური სქემა, მართვის მოწმობა 1200-ს ლარად - რამდენად რეალურია დაპირება, რომელსაც სოციალურ ქსელში ანონიმური მომხმარებელი გასცემს.

"კურიერმა" ექსპერიმენტი ჩაატარა და გადაამოწმა, შესაძლებელია თუ არა დოკუმენტის მიღება თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე.

რამდენი მსხვერპლი ჰყავს სქემას, რომელიც მოქალაქეებს 1200 ლარად მართვის მოწმობას ჰპირდება, უცნობია.

ამ მომენტისთვის "ტელეგრამის" ჯგუფში 200 მოქალაქეა გაწევრიანებული. მსგავსი სქემის ორგანიზება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა.

თაღლითობის მცდელობის დადასტურების შემთხვევაში პირს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები