28 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - 42 წლის ტარიელ ქეცელაურის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გამოძიება ექსპერტიზის შედეგებს ელოდება

6 თებერვალს, ცხვარიჭამიაში, 42 წლის ტარიელ ქეცელაური საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ვერსიით, მას სხეულზე ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული.

გამოძიება გარდაცვალების მიზეზების დადგენაზე მუშაობს. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული, თუმცა, არ არის გამორიცხული, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

გარდაცვლილს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაც ჩაუტარდა, რომელიც დაადგენს, მამაკაცმა ჭრილობები თავად მიიყენა თუ მიაყენეს.

დღის ამბები