28 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
აიცილებს თუ არა ქვეყანა პანდემიის მესამე ტალღას - სპეციალისტები მოსახლეობას წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებენ

შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, ეპიდემიოლოგები საზოგადოებას არსებული რეგულაციების მეტი სიმკაცრით დაცვისკენ მოუწოდებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მაქსიმალური სიფრთხილის აუცილებლობაზე საუბრობს მაშინ, როდესაც მოქალაქეები მუნიციპალურ ტრანსპორტში იქნებიან.

ეპიდემიოლოგების პროგნოზით, დაწესებული წესების მკაცრად დაცვა მარტი-აპრილის თვეში დაანონსებული მესამე ტალღის სიმძლავრეს მნიშვნელოვნად შეასუსტებს.

ამასთან, ქვეყანა იმუნიზაციის პროცესსაც იწყებს - თებერვლის ბოლოსთვის 50 000-მდე სამედიცინო სფეროსა და მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი უნდა აიცრას. სპეციალისტების შეფასებით, თუ იმუნიზაციის გეგმა წარმატებით განხორციელდა და მოსახლეობის 60-70% დროულად აიცრა, მდგომარეობაც გაუმჯობესდება, თუმცა, პარალელურად, მოსახლეობის დამოკიდებულება პანდემიის მიმართ სწორად აღქმული და სერიოზული უნდა იყოს.

კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო 14 დღეში 4,8%-ია. ამ მაჩვენებელზეა დამოკიდებული, მომავალში დარჩენილი შეზღუდვებიც მოიხსნება თუ კიდევ დამატებით მკაცრი ზომების მიღება გახდება საჭირო.

დღის ამბები