28 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
დისკრედიტაციისთვის სჭირდებათ, თითქოს აქ მოძალადე ხალხია - ნამახვანჰესის აქციის საორგანიზაციო ჯგუფი შსს-ს მიერ იარაღის ამოღებაზე

სნაიპერული შაშხანა, ცეცხლსასროლი იარაღი, ხელკეტები და ბეისბოლის ჯოხი - ეს ყველაფერი პოლიციამ იმ ავტომანქანებიდან ამოიღო, რომლითაც ნამახვანჰესის აქციაზე დასასწრებად, თბილისიდან აქტივისტები ჩავიდნენ.

როგორც "კურიერმა" გაარკვია, ერთ-ერთ მანქანაში, სადაც იარაღი და ე.წ. დუბინკები აღმოჩნდა, "ლეიბორისტული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი იმყოფებოდა.

"ივანიშვილის რეჟიმი, ნამახვანის ჰესის მეშვეობით გვიტბორავს სამშობლოს. ეს არის ჩემთვის მთავარი და რაც შეეხება პოლიციის მხრიდან სხვადასხვა ტიპის ხელოვნური შეფერხებების საკითხს, ამაზე მათ უნდა დაელაპარაკოთ. მე არანაირი იარაღი არ მქონია, აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ჰქონდა სანადირო თოფი, რაც არ არის კანონდარღვევა,"- აცხადებს "ლეიბორისტული" პარტიის უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი.

"ვფიქრობ, დისკრედიტაციისთვის სჭირდებათ, თითქოს აქ მოძალადე ხალხი იკრიბება. ფაქტები სხვა რამეს აჩვენებს, ჩვენ მშვიდობიანად ვიკრიბებით ყოველდღიურად, მათ თავისუფლად შეუძლიათ და პროცესს ვერავინ გააკონტროლებს ჩვენგან, ვინ რა იარაღს სად ამოიღებს. საორგანიზაციო ჯგუფი ვემიჯნებით და ვამბობთ, რომ ყველა აქცია იქნება მშვიდობიანი,"- აცხადება ვარლამ გოლეთიანი.

დღის ამბები