28 ნოემბერი 2024,   22:54
ვრცლად
ირანი მზად არის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გააგრძელოს თუ აშშ ირანისთვის დაკისრებულ სანქციებს გააუქმებს

ირანი მზადაა ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გააგრძელოს, თუ ამერიკის შეერთებული შტატები ირანისთვის დაკისრებულ სანქციებს გააუქმებს.

როგორც ქვეყნის უზენაესმა ლიდერმა "ტვიტერზე" დაწერა, შტატებისა და სამი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ირანი ნაკისრ ვალდებულებებს მუდამ ასრულებდა.

ამ განცხადებამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდა  თეირანთან კონსტრუქციული დიალოგის ფორმატი განაახლონ.

დონალდ ტრამპის ინიციატივით, ბირთვული შეთანხმება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2018 წელს დატოვა.

დღის ამბები