რუსთავში ცივი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, მეგობრობის გამზირზე მოხდა. "კურიერმა" გაარკვია, რომ შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
ამ დრომდე უცნობია, რამდენად მძიმეა დაშავებულის მდგომარეობა, სწორედ ამიტომ, არ კონკრეტდება გამოძიების დაწყების მუხლიც. ამ წუთებში, რუსთავში ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.