28 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
ხვალიდან რუსთავს ახალი ავტობუსები მოემსახურება - მოსახლეობის გარკვეული ჯგუფები შეღავათიანი ტარიფებით ისარგებლებენ

8 თებერვლიდან რუსთავის მუნიციპალიტეტს ახალი ავტობუსები მოემსახურება. ახალი ავტობუსებით მგზავრობის ტარიფი 50 თეთრი იქნება, რის გამოც შემუშავდა შეღავათების პროგრამა.

შედეგად, შეღავათიანი სამგზავრო ტარიფით ისარგებლებს 60 000-მდე ბენეფიციარი, კერძოდ:

სოციალურად დაუცველები (10 000-მდე ბენეფიციარი მგზავრობისათვის გადაიხდის 10 თეთრს);

ვეტერანები (1 400-მდე ბენეფიციარი სრულად გათავისუფლდება სამგზავრო ტარიფისაგან).

შშმ I და II  ჯგუფის მქონე პირები(უსინათლოები და სმენადაქვეითებულბი) 1 000-მდე ბენეფიციარი სრულად გათავისუფლდება სამგზავრო ტარიფისაგან.

სსიპ-ებისა (სკოლები) და ააიპ-იების (ბაგა-ბაღები, დასუფთავებისა და გამწვანების სამსახურები, მუსიკალური სკოლები) თანამშრომლები (2 500-მდე ბენეფიციარი მგზავრობისათვის გადაიხდის 20 თეთრს).

სტუდენტები (4 300-მდე ბენეფიციარი მგზავრობისათვის გადაიხდის 20 თეთრს).

სკოლის მოსწავლეები (23000-მდე ბენეფიციარი მგზავრობისათვის გადაიხდის 10 თეთრს).

პენსიონერები (22 700-მდე ბენეფიციარი მგზავრობისათვის გადაიხდის 20 თეთრს).

დღის ამბები