28 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
რა შეზღუდვები წესდება მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობისას - მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალურ ტრანსპორტს გახსნამდე ერთი დღით ადრე დეზინფექცია ჩაუტარდა.

უწყების ინფორმაციით, დეზინფექცია ჩაუტარდა, როგორც თბილისის მეტროსადგურებს, ასევე, მოძრავ შემადგენლობებსა და მუნიციპალურ ავტობუსებს. სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ჩატარდება.

"რაც შეეხება მგზავრებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს, კვლავ ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. პირბადის გარეშე მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია არ დაძრას ავტობუსი. ასევე, თბილისის მეტროსადგურებში არ დაიშვებიან მგზავრები პირბადის გარეშე. ავტობუსებში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა. ყველა რეკომენდაცია, რომელიც მიზნად ისახავს ვირუსის გავრცელების პრევენციას, მკაცრად გაკონტროლდება კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება. თბილისის მეტრო (გამონაკლისია მხოლოდ მ/ს „გოცირიძე“) და მუნიციპალური ავტობუსები 21:00 საათამდე, მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ,"-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები