ქართველ ბორჯღალოსნებსა და რუს დათვებს შორის დასკვნითი შეხვედრა დაიწყო. ლოკომოტივის სტადიონზე დღეს ის მატჩი იმართება, რომელიც აქამდე ორჯერ გადაიდო.
რა შედეგით დასრულდება დაპირისპირება - ამას სატურნირო მდგომარეობაზე გავლენა არ ექნება, რადგან 2020 წელს საქართველომ ვადაზე ადრე უკვე მოიპოვა ჩემპიონობა.
დღევანდელ თამაშს ფორმალური ხასიათი და პრინციპული მნიშვნელობა აქვს - ეს ღირსების ბრძოლაა.
როგორც მატჩის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთვნელმა განაცხადა, წაგება გამორიცხულია.
კოვიდ-პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, მატჩს გულშემატკივარი სტადიონზე ვერ დაესწრება. თუმცა, მხარდაჭერას მოქალაქეები სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ.
ავტორი: დავით ფრანგიშვილი