28 ნოემბერი 2024,   22:51
ვრცლად
გახდება, თუ არა საჭირო რაგბის კავშირში ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება - საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას 8 თებერვალს გამოაცხადებს

რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტის რეგისტრაციის საკითხზე საჯარო რეესტრში ზეპირი მოსმენა დასრულდა. 

ირაკლი აბუსერიძის საჩივრის განხივლა საჯარო რეესტრში აქციის ფონზე მიმდინარეობდა. იუსტიციის სახლთან ვეტერანი და მოქმედი მორაგბეები შეიკრიბნენ, მათი აზრით რაგბის კავშირს ლეგიტიმური პრეზიდენტი ჰყავს. შესაბამისად რეესტრი ვალდებულია აბუსერიძე კავშირის ხელმძღვანელად დაარეგისტრიროს.

აბუსერიძის საჩივართან დაკავშირებით რეესტრში ზეპირი მოსმენა გაიმართა, რომელსაც მოწვეული 27 დაინტერესებული პირიდან ონლაინ-რეჟიმში 13 ესწრებოდა. განხილვა სამი საათი გაგრძელდა. ირაკლი აბუსერიძე ამბობს, რომ მისმა იურისტებმა რეესტრის წარმომადგენლებს ყველა საჭირო დოკუმენტაცია წარმოუდგინეს.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად აბუსერიძის რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრი საბოლოო გადაწყვეტილებას 8 თებერვალს გამოაცხადებს.

 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები