28 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
ბიზნესსექტორის უკმაყოფილება და სახელმწიფოს პასუხი დაუმორჩილებლებს - რა ელის მათ, ვინც რეგულაციებს მიზანმიმართულად დაარღვევს 

დღეს მთავრობის მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას გარკვეული შეზღუდვის მოხსნის შესახებ რესტორატორების, ფიტნესკლუბებისა და სამთო-სათხილამურო კურორტების წარმომადგენლების უკმაყოფილება მოჰყვა. 

საკურორტო ზონაში მომუშავეებისთვის გაუგებარია ხელისუფლების ის მსჯელობა, რომლის მიხედვითაც სეზონურად მომუშავეები შეზღუდვების მოხსნის პრიორიტეტებში ვერ მოხვდნენ.

რესტორატორებმა მთავრობის ადმინისტრაციაში მორიგი შეხვედრა გამართეს. უკმაყოფილო ბიზნესმენები ამბობენ, რომ დღეს კითხვებზე პასუხი ვერ მიიღეს.

გამოაცხადებს თუ არა 200-ზე მეტი კაფე-რესტორანი დაუმორჩილებლობას და რეგულაციების გვერდის ავლით თვითნებურად გახსნის დახურულ სივრცეებს, ამ გადაწყვეტილების მისაღებად სექტორს დრო სჭირდება.

 

 

 

დღის ამბები