28 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
ორი წელი ამ ვირუსისგან ვერ გავთავისუფლდებით, ჩვენი მოთხოვნაა რეგულაციების თანმიმდევრულად მოგვეცეს ცხოვრების საშუალება - შოთა ბურჯანაძე

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე ითხოვს, რომ მუშაობის უფლება იმ რესტორნებსაც მიეცეს რომლებსაც გარე პერიმეტრზე მომსახურების საშუალება არ აქვთ. ბურჯანაძის თქმით, მთავრობას არ აქვს თანმიმდევრული გეგმა, რომელიც სარესტორნო სექტორს გადაარჩენს.

"ორი თვის განმავლობაში, ვიდრე პირველი ლოკდაუნი იქნებოდა, ვმუშაობდით იმ რეგულაციებზე, რაც სარესტორნო სფეროს აქვს და ეს ის არის, რაც უნდა იყოს. აუცილებლობა არ წარმოადგენს კიდევ უფრო გართულებას. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ რეგულაციების ფარგლებში თანმიმდევრულად მივყვეთ და შესაძლებლობა მოგვეცეს ცხოვრების. ჩვენ მომავალი ორი წლის განმავლობაში ამ ვირუსისგან ვერ გავთავისუფლდებით, აქედან გამომდინარე, შეფასება, რომ უნდა ვიცხოვროთ კოვიდთან ერთად არის ვირტუალური. რეალურ სფეროში გადასვლას და შედეგს ვერ ვხედავთ. თუ უნდა ვიცხოვროთ კოვიდთან ერთად, როგორ უნდა ვიცხოვროთ?!

ძალიან კარგი შედეგია მოლები და ასევე სასტუმროები, რომლებსაც აქვთ თავიანთი რესტორნები და შესაძლებლობა აქვთ სარესტორნო მომსახურება გაუწიონ სტუმრებს არამარტო სასტუმროს მობინადრეებს, არამედ გარედან შესულ სტუმრებს. ეს ტესტი ჩაბარებულია, რომ ამ მხრივ ეპიდემიის განვითარება არ მოხდა, იმიტომ, რომ სასტუმროებში მაღალ დონეზეა დაწესებული რეგულაციები დაცული,"- აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე.

როგორც შოთა ბურჯანაძემ დღის კურიერში საუბრისას აღნიშნა, ჯერ არ გადაწყვეტილი, გაუქმდება თუ არა შაბათს დაგეგმილი რესტორატორთა "დაუმორჩილებლობის აქცია", რომელიც რესტორნების თვითნებურად გახსნას გულისხმობს. 

დღის ამბები