28 ნოემბერი 2024,   22:50
ვრცლად
თუ წლევანდელი სეზონი ჩავარდება გაზაფხულზე, რომ თოვლი ქრება ასე გავქრებით და აღარ იქნება ინდუსტრია - კლუბ "გუდაურას" მთავარი მწვრთნელი

სათხილამურო კლუბ "გუდაურას" მთავარმა მწვრთნელის შალვა აბრამიშვილის განცხადებით, თუკი წლევანდელი სეზონი ჩავარდება, სათხილამურო კურორტების ინდუსტრია გაზაფხულზე თოვლის გაქრობის მსგავსად გაქრება. 

"თვითონ ინდუსტრია არის ძალიან დიდი, ეს არის ოქროს საბადო საქართველოსთვის, მილიარდებიანი ინდუსტრია, რომელიც მთელს მსოფლიოში ძალიან სწრაფად ვითარდება. ევროპელი ინვესტორები მზად არიან ინვესტიციები ჩადონ, გამოცდილება გაგვიზიარონ და ევროპიდან ნაკადები კავკასიაში გადმოანაწილონ

ჩვენ, თუ წლევანდელი სეზონი ჩაგვივარდება, უბრალოდ გაზაფხულზე რომ თოვლი ქრება ასე გავქრებით და ეს ინდუსტრია აღარ იქნება. 

იმ სამოქმედო გეგმას, რაც ჩვენ გავაცანით, ეპიდემიოლოგების მხრიდან დადებითი შეფასება ჰქონდა. მაგრამ ჩვენი კომპეტენცია აღარ არის იმ სრულყოფილი გეგმის გადაგზავნა თუ როგორ უნდა იმუშაოს სათხილამურო კურორტებმა. ეკონომიკის სამინისტროდან ველოდებით ამ ნაბიჯების გადადგმას. როგორც მე ვიცი, ეს კავშირი ჯერჯერობით არ შემდგარა დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და შესაბამის უწყებებს შორის. ჩვენ რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ, შემდეგი ნაბიჯი უკვე არის მთავრობის მხრიდან გასაკეთებელი," - განაცხადა "დღის კურიერის" ეთერში საუბრისას სათხილამურო კლუბ "გუდაურას" მთავარმა მწვრთნელმა შალვა აბრამიშვილმა. 

დღის ამბები