28 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
ერთი ადამიანიც შეუძლებელია არსებობდეს, რომელიც ამ რუკებთან დავით კეზერაშვილის რაიმე შემხებლობაზე ისაუბრებს - ადვოკატი

6 საათია გენერალურ პროკურატურაში დიმიტრი ლორთქიფანიძის გამოკითხვა მიმდინარეობს. ყოფილი დეპუტატი ამტკიცებს, რომ ის ფლობს ინფორმაციას მიწათმოქმედების კვლევით საპროექტო ინსტიტუტში დაცული რუკების შესახებ, რომლებიც, მისივე მტკიცებით, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის დავალებით გაუჩინარდა.

ბრალდებებს უკვე გამოეხმაურა კეზერაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია, რომელმაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ამ საქმესთან ყოველგვარი კავშირი უარყო. 

"ერთი ადამიანიც კი შეუძლებელია არსებობდეს, რომელიც ამ რუკებთან დავით კეზერაშვილის რაიმე შემხებლობაზე ისაუბრებს, რადგან არ ჰქონია მსგავსი შემხებლობა მას და არც შეიძლება ჰქონოდა. ეს არის ირაკლი ღარიბაშვილის პროპაგანდისტური ხაზი, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დაადანაშაულოს,"-განაცხადა ადვოკატმა.

დღის ამბები