28 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრის დასრულდა - რესტორატორების თქმით, ხელისუფლებას მომდევნო პერიოდის სამოქმედო გეგმა არ გააჩნია

მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე საათიანი შეხვედრა დასრულდა. მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები რესტორატორებს შეხვდნენ.

შეხვედრა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც დღეს პრემიერმა შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. რესტორატორებს კითხვები გაუჩნდათ იმ ფაქტთან დაკავშირებით, თუ როდის მიეცემოდათ მათ დახურულ სივრცეში ოპერირების საშუალება. 

როგორც კვების ობიექტების მფლობელებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, ხელისუფლებას მომდევნო სამოქმედო გეგმა არ გააჩნია. 

"გაწერილ გეგმას, რომელიც აუცილებელია ზოგადად ბიზნესისთვის, რა პროცესის შემდეგ, რა შეიძლება მოხდეს, ეს არ ვიცით იმისათვის, რომ ჩვენ ერთი თვე გაწერილად ვიცოდეთ რა უნდა ვქნათ. გეგმაში არის, მაგრამ ვერ ვღებულობთ იმ რიცხვს როდის მოხდება ეს. ამ ქვეყანაში ეპიდემიოლოგები, ამირან გამყრელიძე ვერ საზღვრავს და კომპეტენცია სჭირდება იმისათვის განსაზღვროს, რა დროს რა იქნება. რა უნდა გავაკეთოთ. შაბათის პროცესთან დაკავშირებით ხვალ ვიტყვით," - აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე.

მთავრობისგან სამოქმედო გეგმას ითხოვს ქართული გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ქოქიაშვილიც. მისი თქმით, ის რესტორნები რომელსაც ღია სივრცეები არ აქვს არათანაბარ პირობებში არიან.

"ვცდილობთ გავერკვეთ ამას რაიმე გეგმის მიხედვით აკეთებენ, თუ როგორ ხდება ამ გადაწყვეტილებების მიღება. სამწუხაროდ არ არსებობს პასუხები, რაც ჩვენ იგივე სიტუაციაში გვაგდებს, როგორშიც ვიყავით. თბილისში უამრავი რესტორანია, რომელსაც ღია სივრცეები არ აქვს," - აღნიშნავს ქართული გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ქოქიაშვილი.

შეხვედრის მეორე მხარეს, ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რესტორნები არ დაემორჩილებიან სახელმწიფოს რეგულაციებს და ისინი თვითნებურად დაიწყებენ მუშაობას, პირველ შემთხვევაში მათ 10 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ. მეორე შემთხვევაში კი, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გავრცელდება მათზე და ფუნქციონირების საშუალებაც აღარ შეეძლებათ. 

დღის ამბები