28 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
ვირუსზე ტესტირება ერთი ამოსუნთქვით - ნიდერლანდები COVID-19-ის ტესტირების ახალ მეთოდს ნერგავს

ნიდერლანდები COVID-19-ის ტესტების ჩასატარებლად ახალ მეთოდს ნერგავს. ამსტერდამის კლინიკებში "სპინოროუზის" აპარატების დამონტაჟება დაიწყეს, რომელიც ვირუსზე ტესტს ადამიანის მიერ ამონასუნთქი ჰაერის ანალიზით აკეთებს. ამონასუნთქ ჰაერში ვირუსის გამოვლენას დაახლოებით ერთი წუთი სჭირდება.

ნიდერლანდელი ჯანდაცვის ექსპერტები იმედს გამოთქვამენ, რომ ახალი მეთოდი ტესტირებას დააჩქარებს, უფრო ფართომასშტაბიანს გახდის და ადამიანებისთვის ნაკლებად შემაწუხებელი იქნება.

"სპინოროუზის" გამოყენება სანდო მეთოდად მხოლოდ ნეგატიური ტესტების შემთხვევაში იქნება მიჩნეული. დადებითი პასუხის შემთხვევაში, ანალიზი PCR ტესტზე უნდა გადამოწმდეს, იმის გამოსავლენად, გამოიწვია, თუ არა ინფექცია COVID-19-მა.

  

დღის ამბები