28 ნოემბერი 2024,   22:50
ვრცლად
თბილისში კინო "საქართველოსთან" ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, კინო "საქართველოსთან" მამაკაცი დაჭრეს. უცნობია, რა გახდა მომხდარის მიზეზი. როგორც თვითმხილველები "კურიერთან" ჰყვებიან, მათთვის უცნობი პირები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, ისმოდა გინებაც, რასაც დაჭრა მოჰყვა. 

როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 120-ე მუხით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. უცნობია დაკავებულია, თუ არა დამნაშავე.    

ავტორი: ლიკა ალელიშვილი

დღის ამბები