28 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
ვინ ახდენდა ზეგავლენას სადემარკაციო კომისიაზე - გარეჯის საქმეზე პროკურატურა სავარაუდოდ, მაღალი თანამდებობის პირთა წრის დადგენას ცდილობს

9 წლის წინ საპარლამენტო ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადების შინაარსზე დავით დარჩიაშვილს განმარტების გაკეთება დღეს მოუხდა.

გამოძიებას მისგან აინტერესებდა დეტალები, თუ რას გულისხმობდა დარჩიაშვილი 2012 წელს, საპარლამენტო დებატების დროს, როდესაც გარეჯის საკითხზე საუბრობდა და თქვა, რომ სოციალისტური საზღვრების გათვალისწინებით, საქართველოს ისტორიული ნაწილის 2 პროცენტი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა.

დავით გარეჯის საქმეზე, გამოძიების ფარგლებში, ახლა პროკურატურა, სავარაუდოდ, იმ მაღალი თანამდებობის პირთა წრის დადგენას ცდილობს, ვინც, შესაძლოა, სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიაზე ზეგავლენას ახდენდა და ქვეყნის ტერიტორიული ინტერესის საზიანო გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებდა.

უკვე გამოიკითხა და სავარაუდოდ, მომავალშიც გამოიკითხებიან ყოფილი ხელისუფლების უკვე ყოფილი მაღალჩინოსნებიც.

დღის ამბები