28 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
რა ხდება ქართულ რაგბიში და რა კითხვები აქვს გამოძიებას გოჩა სვანიძესთან - არჩეულმა პრეზიდენტმა ყოფილი პრეზიდენტისადმი დამოკიდებულება შეცვალა 

საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სახით, დაახლოებით სამი საათი იკითხებოდა.

გამოძიება სახელმწიფო ბიუჯეტიდან რაგბის კავშირისთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვის კანონიერებისა და უძრავი ქონების გასხვისების საკითხებზე, თითქმის ერთი წლის წინ დაიწყო.

პროცესის პარალელურად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სამსახურმა, ხვალ უნდა განიხილოს რაგბის კავშირში 30 დეკემბერს გამართული ყრილობისა და საპრეზიდენტო არჩევნების რეგისტრაციის საკითხი და, სავარაუდოდ, სწორედ ხვალ გაირკვევა, შევა თუ არა ძალაში ირაკლი აბუსერიძის პრეზიდენტობა.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი. 

დღის ამბები