28 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
მეხუთე რაუნდის თარიღი უცნობია - მთავარი ფასილიტატორი მხარეებს ეროვნული ინტერესების გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებს

მოლაპარაკების მთავარი ფასილიტატორი პოლიტიკურ მხარეებს ეროვნული ინტერესების გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

საკანონმდებლო ორგანოში მისულმა აშშ-ის ელჩმა პოლიტიკურ პარტიებს პოზიციების დაახლოებისკენ კიდევ ერთხელ მიუთითა. მთავარ არგუმენტად ამომრჩეველი, მათი პრობლემები და ამ საკითხების მოგვარებაზე მუშაობა დაასახელა.

კელი დეგნანმა ყურადღება გაამახვილა პარლამენტის გადაწყვეტილებაზე სადეპუტატო მანდატების ძალაში დატოვების შესახებაც.

პარლამენტის ფორმირება იყო დღეს მთავარი აქცენტი ევროკავშირის ელჩის განცხადებაშიც. კარლ ჰარცელმა უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შენარჩუნების შესახებ, მოლაპარაკების გაგრძელების წინაპირობად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ მხარეები შეთანხმებას შეძლებენ, თუმცა არ დაუმალავს, რომ კომპრომისამდე მისვლა რთული პროცესი აღმოჩნდა

დიპლომატებისგან განსხვავებით, ოპოზიციის დიდ ნაწილს არ სჯერა იმის, რომ მანდატები ძალაში უმრავლესობამ დიალოგის პერსპექტივის გამო დატოვა. 

ღია დარჩენილ კარში შესვლას ოპოზიცია იმავე მიზეზით არ აპირებს, რომლის გამოც ისინი პარლამენტის თავმჯდომარემ გააკრიტიკა. საკუთარი გადაწყვეტილების გამართლებისთვის ამომრჩევლის ნება ოპოზიციისთვისაც მთავარი არგუმენტია.

მმართველი გუნდი ოპოზიციას სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღებისკენ ისევ აქტიურად მოუწოდებს.

სივრცე და დრო დატოვებულია. მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის თარიღი კი - ისევ უცნობი.

დღის ამბები