28 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
მანდატების გაუქმებაზე უარის თქმის შემდეგ მმართველი პარტია არჩევნებზე საგამოძიებო კომისიას ქმნის - გამოიყენებენ თუ არა შანსს მხარეები

ოპოზიციური მანდატების გაუქმებაზე უარის თქმის შემდეგ "ქართული ოცნება" ოპოზიციას არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას სთავაზობს. უმრავლესობა კომისიის საკითხს ბიუროზე ხვალ ოფიციალურად დააინიცირებს.

უმრავლესობა, საარჩევნო შედეგებში ერთპროცენტიანი ცდომილების დადასტურების შემთხვევაში, ოპონენტებს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის პირობას აძლევს. მიუხედავად ამისა, ოპონენტების დიდი ნაწილი კომისიის თემის გააქტიურებას პოლიტიკური ვაჭრობის ნაწილად მიიჩნევს და ამბობს, რომ ფარსში მონაწილეობას არ მიიღებს.

განსხვავებული პოზიცია აქვთ "გირჩში". პარტია ფაქტს მიესალმება, თუმცა ჯერ არ გარკვეულა, მიიღებენ თუ არა ისინი მონაწილეობას საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში. პარტიამ ჯერ პარლამენტში შესვლა უნდა გადაწყვიტოს.

დღის ამბები