28 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
რაგბი აპოლიტიკურია, ერთ-ერთი კანდიდატი ცდილობს, რომ დაპირისპირება უფრო მეტად გააღრმავოს - ირაკლი აბუსერიძე

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატ ირაკლი აბუსერიძის თქმით, რაგბი აპოლიტიკურია და ფასეულობებზე აგებული სპორტია.

"რაგბი აპოლიტიკურია და დარჩება ასე, რაგბის ოჯახი ფასეულობებზე აგებულია და ვცდილობთ, რომ პოლიტიკა არ შემოვიდეს. ჩვენ ვცდილობთ, რომ რაგბი იყოს კარგად, აქ ირაკლი აბუსერიძე და ვინმე იყოს კარგად არ არის. ისეთი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ქართული რაგბი იყოს კარგად, აქ პირად რაღაცებზე არ არის საუბარი. შეიძლება განსხვავებული აზრები გვქონდეს, მაგრამ ვცდილობთ, რომ რაგბი იყოს კარგად. ორი მსხვილი კონკურენტი ვიყავით და საბოლოოდ გადავდგით ჩვენ ისეთი ნაბიჯი, რაც ქართული რაგბისთვისაა კარგი. აი, ეს მინდა, რომ გაიგოს. დღეს ერთ-ერთი კანდიდატი ცდილობს, რომ ეს დაპირისპირება უფრო მეტად გააღრმავოს,"-აღნიშნა ირაკლი აბუსერიძემ.

დღის ამბები